ნარკოდანაშაული

შსს: "მეტადონის" შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ

shutterstock

პოლიციამ თბილისში "მეტადონის" შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. 1959 წელს დაბადებული პ.ა. თბილისში აიყვანეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა პ.ა. გადამოწმების მიზნით, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე შეაჩერეს და სწორედ ამ დროს უპოვეს ნარკოტიკი.

გამოძიება ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები