თქვენ თუ გაღიზიანებული ხართ და გაბრაზებული ხართ, რომ წააგო თქვენმა გუნდმა, იმისი უნარიც უნდა გქონდეთ, რომ აღიაროთ და მიულოცოთ ადამიანს გამარჯვება, გამარჯვება, რომელიც ღირსეულად მოიპოვა და ძალიან ცივილური, კულტურული ფორმით გვაჩვენა ყველას, ჩვენმა საზოგადოებამ ეს დააფასა და გამოხატა შესაბამისი მხარდაჭერა, ჩვენმა კანდიდატმა ბატონმა ლადომ დამაჯერებელი უპირატესობით მოიპოვა ღირსეული გამარჯვება, კულტურული, ცივილური წინასაარჩევნო კამპანიის შედეგად და ჰქონდა ამ ადამიანს მორალური უპირატესობა ბატონ შავგულიძესთან მიმართებით, ხომ გესმით ამ სიტყვების მნიშვნელობა? ჰქონდა მორალური უპირატესობა, ძალიან კარგად დაინახეს ეს მთაწმინდელებმა, გააკეთეს ღირსეული არჩევანი თეთრსა და შავს შორის და მხარი დაუჭირეს ღირსეულ, მორალური უპირატესობის მქონე კანდიდატს და ეს ადამიანი გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. ამიტომ გვეყოს იმის უნარი, რომ პარტიაზე მაღლა დავდგეთ და მივულოცოთ ამ ადამიანს, რომელიც ჩვენი კოლეგაა და მოგვიწევს თანამშრომლობა, ნაცვლად იმისა, რომ ამაზე გაბრაზებულებმა ვისაუბროთ, რომ თურმე ვინმე ვინმესთან თანამშრომლობს, არავინ არ თანამშრომლობს არანაირი კრიმინალური წარსულის მქონე თუ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, როგორც ამას საუბრობთ
tbl.ge/3r8n
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ევროპული საქართველოს წევრს ოთო კახიძეს მიმართა. ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე კახიძემ თქვა, რომ "ძალიან შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ მმართველ პარტიას საარჩევნო უბნებთან ჰყავს მობილიზებული ის ელემენტები და იმ სამყაროს წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენი კანონმორჩილი მოქალაქეების საკუთრებას და ჯანმრთელობას უქნიან საფრთხეს". კახიძის თქმით, დაუშვებელია, რომ სახელმწიფო და პოლიცია იყოს კრიმინალური სამყაროს თანამშრომელი და მათთან ალიანსში მყოფი. მან მოუწოდა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს და ქართული ოცნების სხვა დეპუტატებს, შესაბამისი შფასება მისცენ ამ ფაქტს, "ვინაიდან უნდა გადაწყდეს,როგორ ქვეყანას ვაშენებთ".
ამავე თემაზე
- ლაგოდეხის ოლქში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა
- "ოცნების კოორდინატორები ამომრჩეველს მასობრივად აღრიცხავდნენ" - Isfed შუალედურ არჩევნებზე
- ბახტაძე: საზოგადოებამ იცის, რომ ხელისუფლებას აქვს კონკრეტული გეგმა პრობლემების დასაძლევად
- კობახიძე: არჩევნების I ტურში ევროპულ საქართველოს ათეულობით ძველი ბიჭი ჰყავდა ჩართული
- დამკვირვებლები შსს-ს ჩვენების გაყალბებაში სდებენ ბრალს