ხორავას ქუჩის საქმე

შათირიშვილი გირგვლიან-სარალიძეზე: ბიბლიური ტრაგედია და ცოტა გამძაფრებული "როცა აყვავდა ნუში"

ეს ანალოგიაა [გირგვლიანისა და ხორავას ქუჩის საქმეების შედარება] არ მუშაობდა არასდროს, კარგად მახსოვს როგორ წარმოიშვა და რანაირად. თავიდანვე არ მუშაობდა. მთელი ამბავი არის ის, რომ გირგვლიანი იყო სიმბოლო სისტემური დანაშაულის. ჯერ ერთი, ერთი გირგვლიანი არ ყოფილა, ბევრი გირგვლიანი იყო, არაფერს ვამბობ 400 ათას პრობაციონერზე და რამდენი მკვლელობა იყო ციხეში. ამ დროს სიკვდილით დასჯა არ იყო და რომ ყოფილიყო ამდენი მკვლელობა ვერ იქნებოდა, იმიტომ, რომ ბიუროკრატია სჭირდება სიკვდილით დასჯას. ანუ, სიკვდილით დასჯის არარსებობის პირობებში, იყო რეალურად სიკვდილით დასჯა. გირგვლიანი გახდა ამ სისტემური არაადამიანური ბოროტების სიმბოლო. ხორავას ქუჩაზე მომხდარი ეს არის დრამა, ტრაგედია. რა განსხვავება იცით?! ერთ მხარეს არის ბიბლიური ცოდვის ტრიალი და ბიბლიაში აღწერილი ბოროტების გამოხატულება, მეორე მხარეს გვაქვს ცოტათი გამძაფრებული „როცა აყვავდა ნუში.“ ჩემი და ძველი თაობის მაყურებელს ახსოვს ეს ფილმი ალბათ. ტრაგედია, ეს ქართული ამბავი, დუმილი, მამები, საზოგადოების რაღაცნაირი არასწორი სოლიდარობა და ასე შემდეგ. სასწორის ორ პინაზე სრულიად სხვადასხვა შემთხვევები დევს. რა თქმა უნდა, ტრაგედიაა, მაგრამ ერთ შემთხვევაში გვაქვს სისტემური დანაშაული, სისტემური ბოროტება, მეორე მხარეს გვაქვს შემთხვევითობა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი ზაზა შათირიშვილი იმედის ეთერში გირგვლიანისა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმებზე საუბრობს.

კომენტარები