არჩევნები 2019

ხმების 100% დათვლილია - მთაწმინდის მაჟორიტარი ლადო კახაძე გახდა, მან ხმების 61.83% მიიღო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების დათვლა დაასრულა. მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე გახდა. მან ხმების 61.83 % (10 738 ამომრჩეველი) მიიღო. 

რაც შეეხება მის ოპონენტს, ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ხმების 38.17% (6 630 ამომრჩეველი) დააგროვა. შავგულიძის შეფასებით, მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური იყო ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი ძალიან ცუდად, დემოკრატიისთვის მიუღებელი მეთოდებით ჩატარებული არჩევნები.

პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი 18 105-მა მოქალაქემ გააკეთა. 

მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. 19 მაისის არჩევნებზე გამარჯვება ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა და მეორე ტური დაინიშნა.

კომენტარები