არჩევნები 2019

"მივეჩვიეთ გამარჯვებებს" - რატომ არ ზეიმობს ქართული ოცნება კახაძის არჩევნებში მოგებას

კითხვაზე, რატომ არ ზეიმობენ ლადო კახაძის არჩევნებში გამარჯვებას, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ ქართული ოცნება გამარჯვებებს მიეჩვია. 

„მივეჩვიეთ გამარჯვებებს, თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით. ეს არის შუალედური არჩევნები და ბუნებრივია, შუალედური არჩევნები განსხვავდება საერთო ეროვნული არჩევნებისგან. აქედან გამომდინარე, პირველი ტურისა და მეორე ტურის შემდეგაც, არანაირი საჯარო ღონისძიება არ მოგვიწყვია“,  თქვა კობახიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების თანახმად, მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 61.63% მიიღო, ხოლო ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა შალვა შავგულიძემ - 38.37%.

კომენტარები