არჩევნები 2019

ოხანაშვილი: მნიშვნელოვანია არა ციფრები, არამედ საზოგადოების დამაჯერებელი მხარდაჭერა

ჩვენთვის არა ციფრები, არამედ საზოგადოების დამაჯერებელი მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი და ასეთივე დამაჯერებელი უპირატესობით სარგებლობს ბატონი ლადო კახაძე. ასე რომ, ძალიან მალე ჩვენ ყველა მივულოცავთ მას საქართველოს პარლამენტის წევრობას. ქართული ოცნების პრინციპული არჩევანია არჩევნების დემოკრატიულად, მშვიდ, თავისუფალ და თანასწორ გარემოში ჩატარება. ასე ვატარებთ ჩვენ არჩევნებს, ეს არის ქართული ოცნების სამარკო ნიშანი. ამას არაერთი აღიარება აქვს.

"ქართული ოცნების" დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

კომენტარები