არჩევნები 2019

კახაძე: ყველაფერი, რაც ამ არჩევნებთან არის დაკავშირებული კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია

მე მივესალმები აქტიურობას და ყველა ადამიანს დიდ მადლობას შევიწრავ, რომ დღეს შეწუხდა და მობრძანდა საარჩევნო ყუთთან და თავისი პოზიცია და აზრი დააფიქსირა. ამისათვის ყველას ძალიან დიდი მადლობა. ალბათ, მე მეკუთვნის ასეთი განცხადების თქმა, რომ დაველოდოთ საბოლოო შედეგს, როგორი იქნება საბოლოო ვერდიქტი და სწორედ მას შემდეგ იქნება ალბათ საბოლოო კომენტარი. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, როგორც ამ მარათონში მონაწილე ადამიანისათვის დიდად საპატივცემულო იყო ჩვენს მოსახლეობასთან შეხვედრა, ოპონენტთან შეხვედრა და მასთან ჩემი აზრის გაზიარება და ეს ყველაფერი საჯარო სივრცეში ყოველგვარი წესების დაცვით.

ის ყველაფერი, რაც ამ არჩევნებთან არის დაკავშირებული, ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. თავისი პატარა მინუსების ყველაფერს ახლავს თან, მაგრამ, ამის მიუხედავად, ეს, ვთვლი, რომ გაცილებით უკეთესია ვიდრე ძიძგილაობა, შეურაცხყოფის მიყენება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიხვეწები, ნელ-ნელა მომდევნო არჩევნები კიდევ უკეთესი უნდა იყოს და მას შემდგომი არჩევნებიც ამაზე უკეთესი.

მე ჯერ არ გავცნობივარ წინასწარ მონაცემებს, მაგრამ რამდენადაც ვიცი, წინასწარი მონაცემები არის საიმედო და კარგი ჩემთვის.

"ქართული ოცნების" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლადო კახაძემ უბნების დახურვის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

კომენტარები