არჩევნები 2019

ცესკო: ამომრჩევლის აღრიცხვა არ იკრძალება, მაგრამ დაცული უნდა იყოს ნების თავისუფლად გამოხატვა

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის თქმით, მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდად, ყველსათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს.

ანა მიქელაძე საუბრობს საარჩევნო უბანთან მობილიზებაზეც და აღნიშნავს, რომ ეს არ იკრძალება, თუმცა ამომრჩევლის ნების გამოხატვა უნდა იყოს დაცული.

"ვრცელდება ინფორმაცია, ამომრჩევლის გარეთ აღრიცხვასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო უბნის გარეთ კომისია არ ახორციელებს კონტროლს. ამომრჩევლის აღრიცხვა კანონმდებლობით არ იკრძალება, მაგრამ ეს პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ დაცული იყოს ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვის პრინციპი", - ამბობს პრესსპიკერი.

მან ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში აგიტაცია იკრძალება. ანა მიქელაძის განმარტებით, ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამასთან, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

კომენტარები