არჩევნები 2019

15:00 საათის მონაცემებით მთაწმინდაზე აქტივობა 26.3%-ია, პირველ ტურში 21% იყო

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 26.3%-ია, რაც 11539 ამომრჩეველია.

19 მაისს, შუალედური არჩევნების პირველ ტურში მთაწმინდაზე აქტივობა ამავე დროისთვის 21% იყო (9226 ამომრჩეველი).

რაც შეეხება საჩივრებს, ამ დროისთვის დაწერილია ორი საჩივარი.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შესული სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. მეორე ტურში ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე და ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე გადავიდნენ.

კომენტარები