არჩევნები 2019

12:00-ის მონაცემებით, მთაწმინდაზე აქტივობა 13%-ია, I ტურში - 10.4% იყო

ტაბულა

12:00-ის მონაცემებით, მთაწმინდის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 13%-ია. ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე 5814 ამომრჩეველი მივიდა. 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე, 12:00-სთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 10.4% (4568 ამომრჩეველი) იყო.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შესული სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. მეორე ტურში ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე და ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე გადავიდნენ.

კომენტარები