არჩევნები 2019

კობახიძე: დისტანცია არ არის დადგენილი, ამომრჩევლის მობილიზება კი ჯანსაღი პრაქტიკაა

თუ ჩვენ ვსაუბრობთ ამომრჩევლის მობილიზებაზე, ეს არის ის პრაქტიკა, რომელიც არის მნიშვნელოვანი და ამ პრაქტიკით მუშაობენ არა მარტო საქართველოში, არამედ განვითარებულ ქვეყნებში. მთავარია, რომ ამომრჩევლის მობილიზებამ არ შეიძინოს რაიმე ტიპის ზეწოლის სახე და ეს უნდა ავირიდოთ თავიდან, თუმცა, თქვენ ხედავთ, რომ არანაირი ზეწოლა ამომრჩეველზე არ ხორციელდება, უბრალოდ ხორციელდება ამომრჩევლის მობილიზება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვთქვი, რომ აქტივობა არის მნიშვნელოვანი და რაც მეტ ამომრჩეველს გამოიყვანენ პოლიტიკური პარტიები საარჩევნო უბნებზე, მით უკეთესია საარჩევნო პროცესისთვის, დემოკრატიული პროცესისთვის. ამის გაკეთება შეუძლიათ ჩვენს ოპონენტებსაც და ისინიც აკეთებენ და ჩვენც ვაკეთებთ ამას. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ამომრჩევლის მობილიზება და ამაში კანონდარღვევას ვერ ვხედავთ. თუ საუბარია იმაზე, რომ გარკვეული დისტანცირება უნდა მოხდეს საარჩევნო უბნებიდან, ვიცით, რომ ამ კუთხით იყო საარჩევნო რეგულაციები დაწესებული და ეს რეგულაციები მოიხსნა წინა ხელისუფლების დროს. ამასთან, დაკავშირებით გვექნება მსჯელობა საარჩევნო რეფორმის განხორციელებისას. მაგრამ რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, დისტანცია არ არის დადგენილი და ზოგადად, ამომრჩევლის მობილიზება კი აბსოლუტურად ნორმალური და ჯანსაღი პრაქტიკაა

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა.

კომენტარები