არჩევნები 2019

კობახიძე: მეორე ტურშიც დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ

პირველ ტურში ჩვენი კანდიდატი ცალსახა ლიდერი იყო. ჩვენ მეორე ტურშიც დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიზემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა. 

კობახიძეს თქმით, არჩევნების მეორე ტურზე არჩევნების პირველ ტურთან შედარებით მაღალი აქტივობაა და 31-ვე უბანი შეფერხების გარეშე გაიხსნა. 

"მეორე ტური თავისთავად დემოკრატიის მაღალ სტანდარტს და არჩევნების მაღალ სტანდარტს ცხადყოფს, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან დამკვიდრდა. პირველ ტურში ჩვენი კანდიდატი  ცალსახა ლიდერი იყო. ჩვენ მეორე ტურშიც დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ. საკმაოდ მაღალი აქტივობისთვის მადლობას გადავუხდით ამომრჩეველს. 10 საათის მდგომარეობით 31 %-ით მაღალია აქტივობის მაჩვენებელი პირველ ტურთან შედარებით. თუ იქნება მაღალი აქტივობა, ასეთ შემთხვევაში იქნება დიდი სხვაობა მეორე ტურში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს აქტიურობისკენ და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაფიქსირებისკენ.31-ვე საარჩევნო უბანი სათანადო დროს შეფერხების გარეშე გაიხსნა , რაიმე არსებითი ხარვეზი არ დაფიქსირებულა',- ამბობს კობახიძე. 

მისივე თქმით, კეთდება უსაფუძვლო განცხადებები ოპონენტების მხრიდან.

"არის პროცესში გარკვეული დაძაბულობის შეტანის მცდელობა, ამასაც მიჩვეულნი ვართ და ვიცით რის ნიშანიც არის ეს. ეს არის იმის ნიშანი, რომ ჩვენი ოპონენტები იბრძვიან არა გამარჯვებისთვის , არამედ ისინი გარდაუვალი დამარცხებისთვის ემზადებიან. რა თქმა უნდა ოპონენტებს მოვუწოდებთ , რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და მისცენ მშვიდ გარემოში მუშაობის საშუალება როგორც ამომრჩეველს, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას.დარწმუნებულნი ვართ, მთაწმინდის ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს. ყველა საარჩევნო უბანზე მაღალი აქტიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი",- აღნიშნა მან.

10:00-ის მონაცემებით მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობა 5.2%-ია. ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე 2293 ამომრჩეველი მივიდა. შუალედური არჩევნების პირველ ტურზე, 10:00-ზე აქტივობა 4% (1752 ამომრჩეველი) იყო.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შესული სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. მეორე ტურში ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე და ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე გადავიდნენ.

კომენტარები