არჩევნები 2019

10:00-ის მონაცემებით მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობა 5.2%-ია, I ტურში - 4% იყო

ცესკო

10:00-ის მონაცემებით მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობა 5.2%-ია. ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე 2293 ამომრჩეველი მივიდა. შუალედური არჩევნების პირველ ტურზე, 10:00-ზე აქტივობა 4% (1752 ამომრჩეველი) იყო.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შესული სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. მეორე ტურში ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე და ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე გადავიდნენ.

კომენტარები