არჩევნები 2019

კახაძე: მომხრე ვარ, საარჩევნო წესით და ზოგადსაკაცობრიო წესით დარღვევებს არ ჰქონდეს ადგილი

ლადო კახაძე
ტაბულა

"ქართული ოცნების" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლადო კახაძემ საკუთარი ხმა დააფიქსირა.

"დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც გაუხარდება დღევანდელი დღის სწორი და არგუმენტირებული შედეგი. თბილისის მოსახლეობის მთაწმინდის ნაწილს აქვს მოლოდინი, რომ განახლება აუცილებლად დაიწყება. განახლება, რასაც მათი ურბანული კუთხით დანახული შენობა ნაგებობების უსაფრთხოებისა და მათი რეაბილიტაციის საკითხები [ჰქვია].

ახალი პროექტები, უკვე თვალსაჩინო პროექტები განხორციელდება და ისინი შედეგს მოიტანენ. შედეგს მოიტანენ იმ კუთხით, რომ მოსახლე იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, მერე კომფორტულ გარემოში და მერე იმ ღირსება და იმ ქონება აღდგენილ გარემოში, რომელსაც ენატრის თითოეული მათგანი თავის შთამომავალ-მემკვიდრეებისათვის.

თუ რაიმე დარღვევას ექნება ადგილი, ამას აუცილებლად საჩივრის სახით დააფიქსირებს მოსახლე და მას განიხილავს შესაბამისი ინსტანცია. მე მომხრე ვარ, რომ სამართლის დარღვევის გარეშე, ადმინისტრაციული წესით , საარჩევნო წესით და ზოგადსაკაცობრიო წესით დარღვევებს არ ჰქონდეს [ადგილი]. ჩემი მიზანი იყო ადამიანებთან ურთიერთობის ის ფორმა, რომელიც მე თავიდანვე ავირჩიე - განმარტებითი, მათგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და მათთან ერთად იმ საკითხების დაძვრა, რომელიც მთაწმინდის მოსახლეობას აწუხებს." თქვა მან.

9 ივნისს, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში რიგგარეშე არჩევნების II ტურია. 

დეპუტატის მანდატისთვის ბლოკ "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი", #13 შალვა შავგულიძე და მმართველი პარტია ქართული ოცნების კანდიდატი, #41 ლადო კახაძე იბრძვიან. 

08:00 საათზე მთაწმინდის ოლქის 31-ვე საარჩევნო უბანი გაიხსნა. 

უბნებზე ჯამში 43 909 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

1-ლ ტურში ქართული ოცნების კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 41% მიიღო, ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი - 36.83%.

კომენტარები