ოდა სახლები

პრეზიდენტი: ახლა ვკითხულობდი, პატარა ოდა ხომ არ იყიდება რაჭაში, ეს ჩემი დიდი ხნის ოცნებაა

სხვათაშორის, მაინტერესებს და ახლა ვკითხულობდი, ერთი პატარა ოდა ხომ არ იყიდება, ეს არის ჩემი უკვე დიდი ხნის ოცნებაა რაჭაში პატარა ოდა და ამას უთუოდ განვახორციელებ. ესეც არის ერთერთი თქვენი ძალა, რომ აქ შენარჩუნებულია ტრადიციული საცხოვრებელი სახლები, რომლებიც მოიზიდავს ხვალ არამხოლოდ ტურისტებს, მოიზიდავს მთელ საქართველოს. ღვინო, ყველი, ხორბალი, მთა, თოვლი, სილამაზე და თქვენი სიმღერები - ეს ყველაფერი არის ის, რაც დანარჩენ მსოფლიოში არის უფრო და უფრო იშვიათობა, ამიტომ ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ, გავაძლიეროთ და რაჭა გახდეს ერთერთი ნიმუში იმის, როგორ შეიძლება, ამ ქვეყანაში რეგიონი განვითარდეს, მაგრამ თავისი იდენტობა არ დაკარგოს, შეინარჩუნოს და დაიბრუნოს თავისი მკვიდრნი

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამბროლაურში სიტყვით გამოსვლისას. ის გამოვიდა ინიციატივით, ოდა სახლები იუნესკოს მატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდეს.

კომენტარები