შსს

ბორჯომში ორ მეცხრეკლასელ გოგოს ეძებენ, მათი ტელეფონები მიტოვებულ საამქროში ნახეს

შსს

ბორჯომში ორ არასრულწლოვან გოგოს ეძებენ. ისინი მეცხრე კლასის მოსწავლეები არიან. შსს-ს ინფორმაციით, მოზარდები დილით სახლიდან გავიდნენ და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი უცნობია. ისინი სკოლაში არ მისულან. ბორჯომის რესურსცენტრის ხელმძღვანელის იზოლდა ლომიძის თქმით, დაკარგული გოგოების მობილური ტელეფონები ლიმონათის მიტოვებულ საამქროში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები.

კომენტარები