მოგზაურობა

21 წლის გოგო, რომელმაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იმოგზაურა და გინესის რეკორდი მოხსნა

წარმოშობით ამერიკელი, 21 წლის ლექსი ალფორდი, ყველაზე ახალგაზრდა მოგზაურია, რომელმაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იმოგზაურა და გინესის რეკორდიც მოხსნა.

"მოგზაურობა ჩემი ცხოვრების უდიდეს ნაწილს იკავებს, ყოველთვის მაინტერესებდა, თუ როგორ ცხოვრობენ სხვა ადამიანები, როგორია მათი ცხოვრების წესი და როგორ პოულობენ ბედნიერებას", - ამბობს ალფორდი.

2016 წელს ალფორდმა გადაწყვიტა, რომ მსოფლიოს თითოეული ქვეყანა მოენახულებინა და მოეხსნა გინესის რეკორდი. აფორდამდე ყველაზე ახალგზარდა მოგზაური და გინესის რეკორდის მფლობელი, რომელმაც მსოფლიო 24 წლის ასაკში შემოიარა, ჯეიმს ასქუითი იყო.

ალფორდი დამწყებ მოგზაურებს, რომლებსაც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა აქვთ გადაწყვეტილი, რამდენიმე რჩევასაც აძლევს; "ყველაფერი შესაძლებელია, ნუ გაფლანგავთ მოგზაურობისას ფულს არასაჭირო ნივთებზე, დაზოგეთ იმდენი, რამდენსაც შეძლებთ. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა მსხვერპლსაც მოითხოვს. 

მსოფლიოში ნამდვილად უფრო მეტი კარგი და პოზიტიურია, ვიდრე ცუდი. თითოეული ქვეყნის მონახულების შემდეგ სწავლობ ახალ დეტალებს ცხოვრების შესახებ. მაგრამ ყველაზე მთავარი რჩევაა, ყველამ დაიჯეროს, რომ შეუძლებელი არაფერია", - ამბობს 21 წლის მოგზაური გოგო.

კომენტარები