ძალიან სამწუხაროა და ეს საქმე ნათელი დასტურია იმისა, როგორ არ უნდა მოხდეს პოლიტიკური მიზნებისთვის ასეთი ტრაგედიების გამოყენება. ახლა ჩემთვის მაგალითად, წარმოუდგენელია, რატომ საუბრობს ამ საკითხზე მაგალითად, ბატონი შალვა შავგულიძე, რომელიც კომისიის წევრიც კი არ ყოფილა და ამ საქმესთან დაკავშირებით ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე დეტალებზე ინფორმაციას ფლობდეს. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია არჩევნების წინა დღეს ბატონი შალვა შავგულიძე რატომ საუბრობს ამაზე, უბრალოდ, მე ხაზს ვუსვამ იმას, რომ ასეთი ტრაგედიების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება პირველ რიგში აზარალებს იმ ადამიანების ინტერესებს, რომლებიც ამ საქმეში დაზარალებულები არიან
მეორე ტური მთაწმინდაზე
მეზვრიშვილი: გასაგებია შავგულიძე არჩევნების წინ ხორავას საქმეზე რატომ საუბრობს
tbl.ge/3qpl
დაკოპირდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გადაცემა "რეაქციაში" საუბრობს საარჩევნო ბლოკის "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე მთაწმინდის საარჩევნო ბლოკში, შალვა შავგულიძეზე. შავგულიძემ, რომელიც გირგვლიანის ადვოკატი იყო, ხორავას ქუჩის საქმე გირგვლიანის საქმეს შეადარა.
ნათია მეზვრიშვილიქართული ოცნებაშსსშინაგან საქმეთა სამინისტროხორავას ქუჩის საქმეშალვა შავგულიძემეორე ტური მთაწმინდაზე
ამავე თემაზე
- კობახიძე არჩევნებში კრიმინალების მონაწილეობაზე: ამით ხდება წაგების გამართლება
- ბერაია: თუ გგონიათ, ქურდებმა მოგიგეს, ხომ არ ჯობია, პოლიტიკიდან წახვიდეთ და ისინი მოვიდნენ?
- გახარია ამბობს, რომ ოპოზიცია კრიმინალებზე ისტორიებს "იგონებს"
- კალაძე: ლადო კახაძე დიდი უპირატესობით იმარჯვებს
- მე-13 და მე-14 საარჩევნო უბნებთან კრიმინალური ავტორიტეტი ნოდარ დობორჯგინიძე (დობო) შენიშნეს