ცნობილი ადამიანები

ჯეი-ზი პირველი მილიარდერი ჰიპ-ჰოპ არტისტი გახდა

Pitchfork.com

ჟურნალ ფორბსის მონაცემებით, 49 წლის ჯეი-ზი პირველი მილიარდერი ჰიპ-ჰოპ არტისტი გახდა.

"სულ მცირე 1 მილიარდი დოლარი, ჯეი-ზის ხდის პირველ ჰიპ-ჰოპ არტისტს, რომელმაც ეს შეძლო", - წერს ფორბსი.

გარდა ჯეი-ზის შემოსავლისა ჰიპ-ჰოპ სფეროდან, მას შემოსავალი აქვს ალკოჰოლური სასმელების საკუთარი ბრენდიდან, ხელოვნების ნიმუშებიდან, უძრავი ქონებიდან და ასევე, Uber-ის აქციებიდან.

რეპერობამდე ჯეი-ზი ნარკოტიკის გამსაღებელი იყო, 1996 წელს კი მან თავისი ლეიბლი Roc-A-Fella Records დაარსა, რათა პირველი ალბომი Reasonable Doubt გამოეშვა. ბოლო, მეცამეტე ალბომი "4:44" ჯეი-ზიმ 2017 წელს გამოუშვა .

კომენტარები