რუსეთი

"წყალი უცხოპლანეტელებს არ მოუწამლავთ" - რუსეთში კალინინგრადში შადრევანს ანტიფრიზი გაურიეს

newskaliningrad

რუსეთში კალინინგრადის მუნიციპილატიტეს მოუწია, მოსახლეობისთვის აეხსნა, რომ ქალაქს თავს უცხოპლანეტელები არ დასხმიან.

საქმე ისაა, რომ 30 მაისს კალინინგრადის მოსახლეობას შადრევანში რადიოაქტიული მწვანე წყალი დახვდა. როგორც აღმოჩნდა, ეს წყალში ანტიფრიზის გარევის გამო მოხდა. კალინინგრადის მერიამ მოსახლეობას აცნობა, რომ შადრევანი უცხოპლანეტელებს არ მოუწამლავთ.

"მეგობრებო, უცხოპლანეტელებს არ მოუწამლავთ შადრევანი. უბრალოდ ვიღაცამ ღამით წყალს ანტიფრიზი გაურია. მათ უკვე ვეძებთ," - აღნიშნეს კალინინგრადის მერიაში.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მომუშავეები წყალს მალე გამოცვლიან.

კომენტარები