სოფლის მეურნების სამინისტრო

ველური ბუნების სააგენტოში კოლხური ხოხბისა და ადგილობრივი კაკბის წიწილები გამოიჩეკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოში იშვიათი ფრინველის, კოლხური ხოხბისა და ადგილობრივი სახეობის კაკბის წიწილები გამოიჩეკა.

უწყების ინფრომაციით, სააგენტოში 2016 წლიდან ფაუნის ადგილობრივი სახეობების მოშენება ხდება.

"გარეულ ფრინველთა ორნიტოფაუნა 2017 წელს აშენდა; მოეწყო ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები და საინკუბატორო საწიწილე ნაგებობები. დღეისათვის, სააგენტოს ტერიტორიაზე კაკბები, კოლხური ხოხბები და ე.წ. "ლურჯი ფრინველი" ანუ ხონთქრის ქათმები ბინადრობს",- აცხადებენ სამინისტროში.


ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსტრო

კომენტარები