სოფლის მეურნების სამინისტრო

ივანიშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრად შალვა ფიფიას ასახელებს

შალვა ფიფია
moa.gov.ge

პრემიერმა ივანიშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრად შალვა ფიფიას კანდიდატურა წარუდგინა პრეზიდენტ სააკაშვილს.

საქართველოს კონსტიტუცია მთავრობის წევრის გადადგომის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, პრემიერს აძლევს ორკვირიან ვადას, რომლის ფარგლებშიც, მან პრეზიდენტის თანხმობით კაბინეტის ახალი წევრი უნდა დანიშნოს. დავით კირვალიძე ბიძინა ივანიშვილმა ოფიციალურად 10 მაისს გაათავისუფლა თანამდებობიდან. 24 მაისს კი გადის კონსტიტუციით დადგენილი 2-კვირიანი ვადა.

დავით კირვალიძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად სწორედ შალვა ფიფია დაინიშნა, რომელიც კირვალიძის პირველი მოადგილე იყო.

"შალვა ფიფიას შევუთანხმეთ, რომ, თუ მადლობა ღმერთს და კირვალიძისთვის დამთავრდა ყველაფერი კარგად, ფიფია თავისით დაწერს განცხადებას და კირვალიძე დაიბრუნებს საკუთარ ადგილს. თუმცა იქ ჩემი ინფორმაციით, პროკურატურას სერიოზული კითხვები აქვს. როდის დასრულდება გამოძიება, კონკრეტულად ვერ გეტყვით, თუმცა, ვადები გადაჭარბებული არ იქნება. როცა პროკურატურას ვეკითხები ამის შესახებ, მეუბნებიან, რომ გაუძლიერდათ ის ეჭვები და მტკიცებულებები, რაც ჰქონდათ", - განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჯორჯიან თაიმსს.

კომენტარები