ანაკლიის განვითარების კონსორციუმი

კონსორციუმი: მთავრობამ ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობაზე ნებართვა გასცა და დაგვიმალა

Montage Georgia

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აცხადებს, რომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მთავრობამ არაფერი შეატყობინა და ამის შესახებ მათ მედიისგან შეიტყვეს.

მათი თქმით, ნებართვა გაცემულია "სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის" – "ეიპიემ ტერმინალსის" შვილობილი კომპანიის სასარგებლოდ. 

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის", მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC თან) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა",- წერია კონსორციუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით.

"შესაბამისად, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი"და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება",- წერია განცხადებაში. 

კომენტარები