არალეგალი მიგრანტები

ესპანეთში პოლიციელებმა არალეგალი მიგრანტები მანქანის შიდა სათავსოში იპოვეს [Video]

ესპანეთის სასაზღვრო პოლიციამ მანქანის შიდა სათავსოში არალეგალი მიგრანტი იპოვა. შემთხვევა ესპანეთისა და მაროკოს საზღვარზე მოხდა. ვიდეოს euronews ავრცელებს. 

მედიის ინფორმაციით, არალეგალები 3 სხვადასხვა მანქანაშიც იპოვეს. ერთ-ერთი მათგანი არასრულწლოვანია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რადგან მათ მანქანის ძრავსა და სალონს შორის არსებულ სივრცეში რამდენიმე საათი გაატარეს.

ექიმების თქმით, მათ ასფიქსია, დეზორიენტაცია და ტრამვები აღენიშნებოდათ. 

მომხდარის გამო ესპანეთის პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. არალეგალები აფრიკიდან არიან. 

კომენტარები