მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობა

მელია სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებაზე: სამართლიანობა აღდგა!

ყველაგან, ყოველთვის, ყველა სახელმწიფოში, ყველა პერიოდში აღდგება, აღმდგარა სამართლიანობა. გახსოვთ, ხომ, როგორ ჩამოერთვა ბატონ სააკაშვილს მოქალაქეობა. ფიზიკური ძალადობით იგი გააძევეს უკრაინიდან და დღეს დავინახეთ რა?! - დავინახეთ ის, რომ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა მას დაუბრუნა მოქალაქეობა. შესაბამისად, აღდგა სამართლიანობა ისევე, როგორც აღდგება სამართლიანობა საქართველოში. არავის უნდა ჰქონდეს იმედი, მათ შორის, ივანიშვილს, რომ იგი გაიზიარებს განსხვავებულ ბედს, ვიდრე გაიზიარა ბატონმა პოროშენკომ. ყველა მიმართულებით ჩადენილი უსამართლობა აუცილებლად იქნება აღდგენილი. ისტორიული კანონზომიერება ცხადყოფს, რომ ეს ასე მომხდარა და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ჩადენილი სხვადასხვა უკანონობებიც უბრალოდ შეუმჩნეველი

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას ასე ეხმაურება

კომენტარები