აჭარის მთავრობა

რიჟვაძე აჭარის განათლების მინისტრის გადაყენებაზე: დღესაც იმავე გადაწყვეტილებას მივიღებდი

http://ajaratv.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარის განათლების უკვე ყოფილი მინისტრის გადაყენების გადაწყვეტილება 1 საათში მიიღო. 

აჭარის ტელევიზიის ეთერში რიჟვაძემ თქვა, რომ ინგა შამილიშვილთან ჰქონდა კომუნიკაცია, თუმცა არ დაუდასტურებია უთხრა თუ არა რომ მის გათავისუფლებას აპირებდა

​რიჟვაძემ მომხდარს მძიმე ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ დღესაც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა.

"ეს ერთი საათი სრულიად საკმარისი იყო შესაბამისი ანალიზი გამეკეთებინა და ვფიქრობ რომ იმ ფაქტის სიმძიმიდან გამომდინარე დღესაც იმავე გადაწყვეტილებას მივიღებდი. გარკვეულ კონსპირაციაზე, გარკვეულ ჯაჭვზე და გარკვეულ საბაბზე არის აქ საუბარი ამ კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შედეგი: პირველი, რომ მთავრობის თავმჯდომარის ექსკლუზიური პრეროგატივაა ვინ იმუშავებს მინისტრთა კაბინეტში. ასე რომ არანაირი წინაღობა, რომ მანამდეც რაიმე ცვლილება განმეხორციელებინა მინისტრთა კაბინეტში, მე არ მქონია",- ამბობს თორნიკე რიჟვაძე.  

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან მას შემდეგ გადააყენა, რაც მემედ აბაშიძის გამზირზე 26 მაისს მოწყობილი საზეიმო მსვლელობის დროს რუსეთის დროშები და წარწერა Russia გამოჩნდა, რასაც საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი ინგა შამილიშვილი მისი თანამდებობიდან გადაყენებას Facebook-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსულ იარლიყთან დაკავშირებით განმარტების გაკეთებას არ აპირებს. 

კომენტარები