26 მაისი

გახარია: უმძიმესი შრომა გვჭირდება რომ ვიზეიმოთ ერთიან თავისუფალ ქვეყანაში

გილოცავთ 26 მაისს, ამ უმნიშვნელოვანეს დღეს. ეს არის მიღწევა, რომლისთვისაც ამ ქვეყნის თაობები იბრძოდნენ. სიმბოლურია, რომ შსს ზუგდიდში აღნიშნავს, რამეთუ წარმოუდგენელია დამოუკიდებლობა ერთიანი ქვეყნის გარეშე. ზუგდიდიდან და გორიდან აღქმა ამ დღის არის ბევრად უფრო მძაფრი და ემოციური. 26 მაისი იყო უდიდესი მიღწევა მსოფლიო დემოკრატიისთვის, პირველი რესპუბლიკა, როგორც სოციალ-დემოკრატიული არჩევითი მთავრობა. მაშინაც 26 მაისი სიმბოლურად კვირა იყო და დღესაც ასე დაემთხვა. სამეგრელოდან არ უნდა დაგვავიწყდეს 9 აპრილი, როცა გაძლიერდა და თანამედროვე იერსახე შეიძინა დამოუკიდებლობამ და ის ადამიანები, ვინც ამ დამოუკიდებლობის საფუძველი შექმნეს - ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. თავისუფლება უდიდესი პასუხისმგებლობაა, უმძიმესი შრომა გვჭირდება, რომ ვიზეიმოთ ერთიან თავისუფალ ქვეყანაში

შინაგან საქმეთა მინისტმა გიორგი გახარიამ დამოუკიდებლობის დღე მოსახლეობას ზუგდიდიდან მიულოცა

კომენტარები