სეტყვა გორის რაიონში

გორის სოფლები სეტყვამ დააზარალა

რადიო მოზაიკა

სოფელ შინდისში, ფხვენისში, ყელქცეულში, ზემო ხვითში, ტყვიავში, ნიქოზსა და ერგნეთში სეტყვა თითქმის 10 წუთი გაგრძელდა. 

სოფლებში დაისეტყვა ვაშლის ბაღები და ბოსტნეული. ასევე, დაზიანდა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტი, მათ შორის, პომიდვრის და კომბოსტოს ნერგები.

"დაახლოებით 20 სოფელში იყო სეტყვა. ზოგან ძლიერად, ზოგან მსუბუქად. ზარალზე ჯერჯერობით არ შეგვიძლია საუბარი, მალე დავადგენთ ოდენობას", - თქვა სოფლის მეურნეობის სამინსიტროს შიდა ქართლის სამსახურის ხელმძღვანელმა, რადიო მოზაიკის ცნობით. 

კომენტარები