ჩვენი ამოცანა არის რეაგირება მოვახდინოთ იმ პროპაგანდაზე რაც ახლა მიდის საქართველოში. დააკვირდით რა ხდება. მთავარი ამოცანა რა არის ივანიშვილის, ყველა მინუს სააკაშვილი. ე.ი ოღონდ მიშა გაწიეთ გვერდზე და ყველაფერი კარგად იქნება. ხან იქიდან შემოუთვლის ერთ ოპოზიციას, ხან მეორეს. ნახეთ აი ხიდაშელი გაცოცხლდა და თქვა, სააკაშვილს სანამ არ დავამარცხებთ, ივანიშვილს ვერ დავამარცხებთ. აი სააკაშვილს დაამარცხებთ და მერე წავა თქვენი საქმე ძაან ცუდად თქვენ საცოდავებო. ასე რომ ჩვენი ამოცანაა არ წამოვეგოთ ამას, მივყვეთ ბოლომდე საქმეს და გავაკეთოთ ისე რომ ჩვენი ბრძოლა ზაფხულში ძაან გააქტიურდეს.
მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილი კრიტიკოსებს: დამამარცხებთ და მერე წავა თქვენი საქმე ძაან ცუდად, თქვე საცოდავებო
tbl.ge/3ppg
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსაზრებას, რომ ოპოზიციის გამარჯვებას სააკაშვილის ფაქტორი უშლის ხელს. ექსპრეზიდენტი ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




