საფრანგეთი

საფრანგეთში მოხუცთა თავშესაფარში 102 წლის ქალი 92 წლის მეზობლის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

bbc

საფრანგეთში მოხუცთა თავშესაფარში 92 წლის ქალი მოკლეს. 

BBC-ის ინფორმაციით, მკვლელობაში 102 წლის ქალია ეჭვმიტანილი. 

მედიის ცნობით, ქალები ერთ ოთახში ცხოვრობდნენ. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქალი გაგუდვის და თავში ძლიერი ჩარტყმის შედეგად გარდაიცვალა. მას თავის არეშიც ძლიერი ტრავმა აღენიშნებოდა. 

ეჭვმიტანილი ფსიქიატრიულ კლინიკაში იმყოფება. პროკურორის თქმით, ქალმა თავშესაფრის ერთ-ერთ მომვლელს უთხრა რომ ვიღაც მოკლა. სწორედ ამ მომვლელმა აღმოაჩინა ქალის ცხედარი.  

კომენტარები