არჩევნები 2019

ჭიაბერაშვილი: იჯდება თუ არა შავგულიძე მოსამართლეთა შერჩევისას, ეს იქნება ხალხის გზავნილი

სულ მალე საქართველოს პარლამენტი დაიწყებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების განხილვას.

იჯდება თუ არა დარბაზში შალვა შავგულიძე, ეს იქნება არა უბრალოდ მთაწმინდის, არამედ ზოგადად ქართველი ამომრჩევლის გზავნილი ივანიშვილის მორჩილი უმრავლესობისადმი. და ამ გზავნილს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი მომავალი განვითარებისათვის

წერს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი Facebook-ზე. ცნობისთვის, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ერთმანეთს ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე და ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე დაუპირისპირდებიან.

კომენტარები