რუსული ეკლესია

რუსეთში პატრიაქის რეზიდენციის სარემონტო სამუშაოებზე 43 მილიონი დოლარი იხარჯება

Anton Kardashov / Moskva News Agency

კრემლის საკუთრების განკარგვის დეპარტამენტი რუსეთის პატრიარქის კირილეს სანკტ-პეტერბურგთან ახლოს მდებარე რეზიდენციის სარემონტო სამუშაოებს აფინანსებს. 

სანკტ-პეტერბურგის სამხრეთით მდებარე რუსეთის სამეფო ოჯახის ყოფილ რეზიდენციას დაახლოებით 2.5 ჰექტარი უჭირავს. ის ეკლესიის საკუთრებაში 1994 წელს გადავიდა.

ეკლესიამ 2010 წელს გამოაცხადა, რომ ეს საკუთრება პატრიარქის რეზიდენციად გადაკეთდებოდა. 

bell-ის ცნობით, კრემლის საკუთრების განკარგვის ოფისმა 2.8 მილიარის რუბლის (43.4 მილიონი დოლარი) ღირებულების კონტრაქტი სანკტ-პეტერბურგის სამშენებლო კომპანიას Geoizol-ს გაუფორმა 2018 წელს.

პატრიარქის რეზიდენცია აღჭურვილი იქნება ჭკვიანი ტექნოლოგიებით, მოიცავს საკუთარ ეკლესიას, ბიბლიოთეკას ბილიარდით და შესაძლოა ლიფტსაც. 

პატრიარქი კირილეს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ რეზიდენციის გარემონტება პატრიარქისა და მისი უცხოელი სტუმრებისთვის ხდება, მას ასევე აღნიშნა, რომ ეკლესია უშუალოდ არ არის ამ სამუშაოებში ჩართული და ყველაფერზე კრემლის საკუთრების დეპარტამენტი ზრუნავს.

სარემონტო სამუშაოების დასრულება, bell-ის ცნობით, 2021 წლის დეკემბერშია მოსალოდნელი.

 

კომენტარები