უკრაინა

ზელენსკი: ევროპა არ არის სადღაც, ევროპა აქ არის

eureporter

უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ ევროპა უკრაინელების გონებაში უნდა არსებობდეს.

"ევროპული ქვეყანა აქ, ყველასგან იწყება. ჩვენ ევროპული გზა ავირჩიეთ, თუმცა ევროპა არ არის სადღაც, ეს აქ არის," - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ თავის გამოსვლაში უკრაინელთა ერთიანობის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

"ჩვენ ყველანი უკრაინელები ვართ უჟგოროდიდან ლუგანსკამდე, ჩერნიგოვიდან სიმფეროპოლამდე, ლვოვში, ხარკოვში, დონეცკში, დნიპროსა და ოდესაში, ყველგან მთელ უკრაინაში ჩვენ უკრაინის ხალხი ვართ. ჩვენ უნდა ვიყოთ გაერთიანებული, რადგან მხოლოდ ერთად ვიქნებით ძლიერები. დღეს მე ყველა, 65 მილიონ უკრაინელს მივმართავ, უკრაინის მიწაზე დაბადებულებს, უკრაინელებს ევროპასა და აზიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიაში და აფრიკაში, მე ველაპარაკები ამ პლანეტაზე მცხოვრებ ყველა უკრაინელს - ჩვენ თქვენ ძალიან გვჭირდებით, ყველა, ვინც მზად არის ააშენოს ძლიერი და წარმატებული უკრაინა მე თქვენ უკრაინის მოქალაქეობას მოგანიჭებთ. თქვენ არ უნდა ჩახვიდეთ უკრაინაში, როგორც სტუმარი, არამედ თქვენ სახლში უნდა ჩამოხვიდეთ, ჩვენ თქვენ გელით... ჩამოიტანეთ თქვენი გამოცდილება და ღირებულებები, რასაც ყველანი ვიზიარებთ. ეს ყველაფერი დაგვეხმარება უკრაინაში ახალი ეპოქის საშენებლად. სკეპტიკოსები იტყვიან, რომ ეს ფანტაზიაა, თუმცა იქნებ ეს არის ჩვენი ეროვნული იდეა, რომ ვიყოთ ერთიანები და ამის გაკეთებით შეუსრულებელი მისია შევასრულოთ,"- აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 61.37% შეადგინა. 73.22%-ით ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მოიგო და  უკრაინის ახალი პრეზიდენტი გახდა. უკრაინაში პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ.

კომენტარები