ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 72% ამბობს, რომ ინფორმაციას პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ტელევიზიიდან იღებს, შემდეგ მოდის ინტერნეტი/ფეისბუქი - 21%-ით, 6% ინფორმაციას მეგობრებისგან, ოჯახის წევრებისგან, ან თანამშრომელბისგან იგებს, 1% აქვს გაზეთებსა და ჟურნალებს, რადიოს - 0%.
რაც შეეხება ინფორმაციის მეორე წყაროდ ტელევიზიას მხოლოდ 14% ასახელებს, 25% - ინტერნეტს, 15% მეზობლებს და მეგობრებს, 10% - ოჯახის წევრებს. ინფორმაციის მეორე წყარო გაზეთები და ჟურნალები 5%-სთვის არის, აქ 1% აქვს რადიოს.
რაც შეეხება ტელეარხების ნდობას, კვლევის მიხედვით მოსახლეობის 32% ენდობა იმედს, 28% რუსთავი ორს, ტვ პირველს აქვს 4%, აზ ტე-ვე(AZTV)-ს - 3%, საზოგადოებრივი მაუწყებელს ენდომა მხოლოდ 3%, ობიექტივს 2%, ოალიტრა და ჯიდიესი 1-1%.
ასევე, კვლევის მიხედვით, 84% ამბობს, არაქართულენოვან არხებზე, მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას თვალს არ ადევნეს, დადებით პასუხს ამ კითხვაზე 14% სცემს.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.
საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3%-ია (თუმცა, რიგ კითხვებზე, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი შეიცვალოს).