უკრაინა

ზელენსკი: ნუ დაკიდებთ ოფისების კედლებზე ჩემს ფოტოებს, პრეზიდენტი არ არის ხატი, კერპი

UNIAN

"მინდა თქვენი ოფისების კედლებზე არ გქონდეთ ჩემი ფოტოები, ჩემი პორტრეტები, პრეზიდენტი არ არის ხატი, არ არის კერპი, არ არის პორტრეტი. ჩემი ფოტოების ნაცვლად დაკიდეთ საკუთარი შვილების ფოტოები და ყოველდღე უყურეთ მათ თვალებში," - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას.

უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 61.37% შეადგინა. 73.22%-ით ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ახალი პრეზიდენტი გახდა.

კომენტარები