სუმო

ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე დადებითი ბალანსი უბრძოლველად დააფიქსირა

სუმოს ქართველი ქომაგები

ნაცუ ბაშოს მე-9 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი დოჰიოზე არ გასულა. მისი დღევანდელი მეტოქე ოძეკი ტაკაკეიშო ტრავმირებულია და ამიტომ, ორთაბრძოლაში მონაწილეობას ვერ მოახერხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლევან გორგაძეს მე-8 გამარჯვება ჩაეწერება და მისი ბალანსი 8:1-ზე იქნება.

ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად, ტოჩინოშინს დარჩენილი 6 ორთაბრძოლიდან 2-ის მოგება სჭირდება. გარდა ამისა, ლევანი გათამაშების სათავეშიცაა და იოკოძუნა კაკურიუსა და მაეგაშირა ასანოიამას მსგავსი ბალანსი აქვს.

ხვალ, ლევან გორგაძის მეტოქე კომუსუბი მიტაკეუმი იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ბალანსი 5:3-ზე აქვს.
 

კომენტარები