არჩევნები 2019

ზესტაფონში ქართული ოცნების მერობის კანდიდატს 50.57% აქვს, დასათვლელია კიდევ ერთი უბანი

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ზესტაფონში ქართული ოცნების მერობის კანდიდატს გიორგი გოგლიჩიძეს ხმების 50.57% აქვს, ხოლო ენმ-ის კანდიდატს ბაქარ ხიჯაკაძეს - 34.29%. დასათვლელია კიდევ ერთი უბნის მონაცემები.

მესამე ადგილზე თავისუფალი საქართველოს კანდიდატი გოგი წულაიაა, რომელმაც არჩევნების დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე თავი ზესტაფონის მერად გამოაცხადა.

კომენტარები