არჩევნები 2019

ნინო გოგუაძე: დღეს ბიძინა ივანიშვილი იყო მარტო

დღეს ბიძინა ივანიშვილი იყო მარტო. მთელი ოცნებიდან, რომელიც მან შეკრიბა 2012 წელს, ძალიან სიმბოლური რამ მოხდა, რომ ყველა ის ადამიანი ვინც წარმოადგენდა ქართლ ოცნებას ღირებულებებით, სამართლიანობით იდგა ცალ მხარეს და ბიძინა ივანიშვილი იყო მარტო თავის ადმინისტრაციულ რესურსთან ერთად. ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას მადლობა, რომელმაც ასევე მხარი დაუჭირა შალვა შავგულიძეს და ჩვენ ვიცით, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმაც დაგვიჭირეს მხარი, რესპუბლიკელების ამომრჩევლებმაც, ყველას დიდი მადლობა, ვინც მიიღეთ მონაწილეობა ამ არჩევნებში და მხარი დაუჭირეთ შალვა შავგულიძეს.

თავისუფალი დემოკრატების წევრმა ნინო გოგუაძემ რუსთავი 2-ის ეთერში "განსხვავებულ აქცენტებში" ისაუბრა.

კომენტარები