ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 19 მაისის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემები გამოაქვეყნა.
ზუგდიდში ამომრჩევლის აქტივობა 46.88%-ია. ამ დროისთვის თავისი არჩევანი 56 643-მა მოქალაქემ გააკეთა. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდის ოლქში აქტივობა 37.99% (45 669 მოქალაქე) იყო.
მარნეულში ამომრჩევლის აქტივობა 35.82%-ია (27 098 მოქალაქე). 2017 წლის არჩევნებზე ეს მონაცემი 38.69% (38 013 მოქალაქე) იყო.
ჭიათურაში ამომრჩევლის აქტივობა 43.26 %-ია (18 558 მოქალაქე). 2017 წლის არჩევნებზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტში აქტივობა 44.63 % (19 283 მოქალაქე) იყო.
ზესტაფონში ამომრჩევლის აქტივობა 47.03%-ია (25 838 ამომრჩეველი). 2017 წლის არჩევნებზე ზესტაფონში აქტივობა 44.03% (24 269 ამომრჩეველი) იყო.
ხულოში ამომრჩევლის აქტივობა 58.21%-ია (14 041 მოქალაქე). 2017 წლის არჩევნებზე ხულოში აქტივობა 59.75% (14 331 ამომრჩეველი) იყო.
რაც შეეხება თბილისს, მთაწმინდის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 34.27% იყო. საარჩევნო უბნებზე ჯამში 15 049 ამომრჩეველი მივიდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მთაწმინდელი ამომრჩევლის აქტივობა 55.82 % იყო (24 467), ხოლო საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე - 38.99 % (17 095 ამომრჩეველი).
ზუგდიდში, ხულოში, ზესტაფონში, ჭიათურასა და მარნეულში დღეს მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა.