არჩევნები 2019

15:00-ს მონაცემები - მთაწმინდაზე ამომრჩევლის აქტივობა 21%-ია, 2016 წელს - 35.3% იყო

ტაბულა

15:00-ის მონაცემებით, მთაწმინდის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 21%-ია. ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე 9226 ამომრჩეველი მივიდა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 15:00-სთვის მთაწმინდელი ამომრჩევლის აქტივობა 35.3% იყო. მაშინ საარჩევნო უბნების გახსნიდან შვიდ საათში თავისი არჩევანი 15 489-მა ამომრჩეველმა გააკეთა.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შესული სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა.

კომენტარები