არჩევნები 2019

სუბარი: სააკაშვილის მიზანია მოაწყოს რამენაირად არეულობა და ამ გზით დაბრუნდეს ქვეყანაში

სააკაშვილის განცხადებიდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რაც ისედაც ძალიან კარგად ვიცოდით, რომ მათ არ აინტერესებთ არც ქართველი ხალხის ნება, არც კანონის უზენაესობა, არც საერთაშორისო საზოგადოების აზრი. მათი მიზანია ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი არეულობის ფასად, რამენაირად დაიბრუნონ ძალაუფლება, რასაც ისინი ვერ ეღირსებიან. დღეს საღამოს ძალიან მწარედ წააგებენ არჩევნებს.

კარგად ჩანს მისი მიზანი - მოაწყოს რამენაირად არეულობა და არეულობის გზით დაბრუნდეს ქვეყანაში. ყოველდღიურად იმუქრება, რომ დაბრუნდება. ბოლო 6 წელია მოვუწოდებთ, რომ ჩამოვიდეს, წარსდგეს სასამართლოს წინაშე, მაგრამ ვერ ბედავს და ვერც გაბედავს. თუმცა ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს ქართული სასამართლოს წინაშე წარსდგომა.

სოზარ სუბარი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით დღეს თქვა, რომ ხელების ჩამოშვებას და მარტო საერთაშორისო ორგანიზაციების იმედად ყოფნას არ აპირებენ. მისივე თქმით, "ქართველი ხალხი გააკეთებს თავის დასკვნებს და იმოქმედებს".

კომენტარები