არჩევნები 2019

ენმ: დააკავეს აქტივისტები, რომლებიც #1 საარჩევნო უბანზე გაყალბების აღკვეთას ცდილობდნენ 

ტაბულა

ენმ-ის ცნობით, ზუგდიდში მათი 2 აქტივისტი,  ნოდარ გაბელაია და რუსუდან მჭედლიძე დააკავეს მაშინ, როცა ისინი #1 სააარჩევნო უბანზე გაყალბების და ზეწოლის ფაქტების აღკვეთას ცდილობდნენ. 

"ამ ადამიანებმა აღკვეთეს "ქართული ოცნების" კოორდინატორების მხრიდან ამომრჩეველთა სამაგიდო სიების გამოყენების ფაქტი, რომელსაც იყენებენ სწორედ ზეწოლებისთვის და შანტაჟისთვის და მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად იყენებენ", - თქვა ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე. 

დღეს მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია.

არჩევნები მარნეულსა და ზუგდიდში ხმაურის და ინციდენტების ფონზე მიმდინარეობს.

კომენტარები