არჩევნები 2019

12:00-ის მონაცემები - ზუგდიდში ამომრჩევლის აქტივობა 20.1%-ია, 2017-ში 14.2% იყო

ტაბულა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა აქტივობის 12:00-ის მონაცემები გამოაქვეყნა. მარნეულის გარდა, ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც რიგგარეშე არჩევნებით მერებს ირჩევენ, იმაზე მეტი აქტივობაა, ვიდრე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე იყო.

ზუგდიდში 12:00-ის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობა 20.1%-ია. ამ დროისთვის თავისი არჩევანი 24 282-მა მოქალაქემ გააკეთა. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდის ოლქში 12:00-სთვის აქტივობა 14.2% (17 038 მოქალაქე) იყო.

მარნეულში ამომრჩევლის აქტივობა 14%-ია (13957 მოქალაქე). 2017 წლის არჩევნებზე 12:00-ზე ეს მონაცემი 15.2% (14 904 მოქალაქე) იყო.

ჭიათურაში ამომრჩევლის აქტივობა 17.6%-ია (7545 მოქალაქე). 2017 წლის არჩევნებზე, 12:00-სთვის ჭიათურის მუნიციპალიტეტში აქტივობა 16.5% (7109 მოქალაქე) იყო.

ზესტაფონში ამომრჩევლის აქტივობა 16.5%-ია (9048 ამომრჩეველი). 2017 წლის არჩევნებზე, 12:00-სთვის, ზესტაფონში აქტივობა 15.1% (8 314 ამომრჩეველი) იყო.

ხულოში ამომრჩევლის აქტივობა 19.5%-ია (4500 მოქალაქე). 2017 წლის არჩევნებზე, 12:00-სთვის, ხულოში აქტივობა 17.7% (4 251 ამომრჩეველი) იყო.

რაც შეეხება თბილისში, მთაწმინდის ოლქში მიმდინარე პარლამენტის შუალედურ არჩევნებს, აქ 12:00-ის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობა 10.8%-ია, რაც 7.5%-ით ნაკლებია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემებზე.

კომენტარები