არჩევნები 2019

მთაწმინდაზე ამომრჩევლის აქტივობა 4%-ია, 2016 წელს - 7.5% იყო

ტაბულა

10:00-ის მონაცემებით მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობა 4%-ია. ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე 1752 ამომრჩეველი მივიდა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 10:00-სთვის მთაწმინდელი ამომრჩევლის აქტივობა 7.5% იყო. მაშინ საარჩევნო უბნების გახსნიდან ორ საათში თავისი არჩევანი 3 303-მა ამომრჩეველმა გააკეთა.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შესული სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა.

კომენტარები