არჩევნები 2019

მთაწმინდის ამომრჩეველი დღეს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს

დღეს მთაწმინდის ამომრჩეველი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. შუალედური არჩევნები მთაწმინდის ოლქში მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ე.წ დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად აირჩიეს. საარჩევნო უბნები 08:00-ზე გაიხსნება.

მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის დეპუტატობის 20 კანდიდატი იბრძოლებს. მათგან ექვსი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან - შალვა შავგულიძე - ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატები, ვლადიმერ (ლადო კახაძე) - ქართული ოცნება, ჰერმან საბო (გირჩი), ლევან იოსელიანი (საინიციატივო ჯგუფი), გრიგოლ გეგელია (საინიციატივო ჯგუფი), სოფიო ხორგუანი (საინიციატივო ჯგუფი), კობა დავითაშვილი (საინიციატივო ჯგუფი), გიორგი ლილუაშვილი (საქართველო), ნიტა სიხარულიძე (ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა), გიორგი ანდრიაძე (თავისუფალი საქართველო), გიორგი შალიკაშვილი (მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის), თებეა თენგიანი (ახალი ქრისტიან‐დემოკრატები), მამუკა ტუსკაძე (მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის), ვალისა ღვინჯილია (პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო), მიხეილ სალუაშვილი (სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე), ირმა რაზმაძე (თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა), ჯემალ ნადარეიშვილი (საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა), ნოდარ ინანეიშვილი (ედპ), იოსებ კობერიძე (საინიციატივო ჯგუფი), თამარ ალფაიძე (საინიციატივო ჯგუფი).

19 მაისის არჩევნებში გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც არჩევნებზე მისულთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია.

მთაწმინდის ოლქის გარდა, შუალედური არჩევნები რვა მუნიციპალიტეტში. საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის ამომრჩეველი საკრებულოს დეპუტატს აირჩევს. 

ასევე, მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება ხუთ მუნიციპალიტეტში - მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში. ამ შემთხვევაშიც, გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. 

კომენტარები