ვაშაძე: რულოვსი ზუგდიდში 55-60%-მდე მიიღებს და ამით დამთავრდება ეს არჩევნები

იმდენად დიდია ჩვენი [გაერთიანებული ოპოზიციის] უპირატესობა [ქართულ ოცნებასთან შედარებით] ამ არჩევნებში, რომ ის მექანიზმები, რასაც ისინი ცდილობენ, რომ გამოიყენონ, ეგ მექანიზმები მათ არ ეყოფათ, არ უშველით ეს მექანიზმები და ჩვენ მოვიგებთ, მე მგონი, აბსოლუტურად მშვიდად და წყნარად 55-60%-მდე მიიღებს სანდრა რულოვსი და ამით დამთავრდება ეს არჩევნები

მოძრაობა "გაერთიანებული ოპოზიციის" ერთერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "პირველებში" საუბრობს ზუგდიდში 19 მაისს დაგეგმილ მერის არჩევნებზე, სადაც მოძრაობის სახელით კენჭს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი იყრის. მისი ოპონენტი მმართველი გუნდიდან გეგა შენგელიაა.

კომენტარები