სუმო

ტოჩინოშინის მე-6 გამარჯვება უმძიმეს ორთაბრძოლაში (ვიდეო)

სუმოს ქართველი ქომაგები

ნაცუ ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ლევან გორგაძემ სეკივაკე იჩინოჯო ურთულეს ორთაბრძოლაში დაამარცხა, რის შემდეგაც მას დადებითი ბალანსი 6:0-ზე გაუხდა.

ტოჩინოშინს ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად მხოლოდ 4 მოგებაღა დარჩა. გორგაძის გარდა, უდანაკარგოდ მხოლოდ იოკოძუნა კაკურიუ ასპარეზობს და სავარაუდოდ, ბაშოს გამარჯვებულის ბედიც სწორედ ამ ორ სუმოტორს შორის გაირკვევა.

ცნობისათვის, ტოჩინოშინის ხვალინდელი მეტოქე პირველი მაეგაშირა კოტოშოგიკუ იქნება.

კომენტარები