არჩევნები 2019

კობახიძე: როგორც ჩანს, მიუვიდა კვლევის შედეგები ენმ-ს და გადაწყვიტეს ვითარების ესკალაცია

თქვენ ხედავთ, რომ წარიმართებოდა აბსოლუტურად სწორ გარემოში, სამართლიან გარემოში, მშვიდ გარემოში, მშვიდობიან გარემოში, თუმცა როგორც ჩანს, მიუვიდათ გარკვეული კვლევის შედეგები "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს და მათ ხელოვნურად გადაწყვიტეს ვითარების ესკალაცია. ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური პროცესი. არაფერი არ ხდება ზუგდიდში ისეთი, რამაც შეიძლება ვინმეს საბაბიც კი მისცეს ასეთი აგრესიის გამოვლენისთვის. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველას სიმშვიდისკენ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და პასუხისმგებლობა აიღონ იმაზე, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდ გარემოში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზუგდიდში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. 14 მაისს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, კანდიდატ სანდრა რულოვსსა და ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ. ამასთან, ორი დღეა ხმაურია ზუგდიდის საოლქო კომისიაში, საიდანაც ამომრჩევლების სიები და ბეჭდები გაიტანეს. ოპოზიცია კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს.

კომენტარები