ხანძარი ბორჯომის ხეობაში

ბორჯომის ხეობაში ტყე იწვის

ბორჯომის ხეობაში ტყე იწვის. ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.

შსს-ს ცნობით, ადგილზე იმყოფება 150-მდე მეხანძრე-მაშველი. რთული 
რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ 
ხერხდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები