ხანძარი ბორჯომის ხეობაში

მღებრიშვილი: ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ღია კერების გაჩენის საფრთხე არ არსებობს

გარემოს დაცვის სამინისტრო

ბორჯომის ხეობაში, იქ სადაც ხანძარი იყო, დღეს კვლავ დაკვამლიანება შეინიშნებოდა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განმარტა ცეცხლის ახალი კერების გაჩენის საფრთხე არ არსებობს და ადგილზე ცოცხალი ძალა მუშაობს. 

„ის ძალა, ცოცხალი ძალა, რომელიც ახლა ვრჩებით ზონაში, ვრჩებით იმიტომ, რომ თუკი სადმე დაკვამლიანებას შევნიშნავთ, ის ადგილები დავამუშავოთ. ღია ცეცხლის კერა არსად გვაქვს. საფრთხე იმისა, რომ სადმე შეიძლება გაჩნდეს ღია კერა ამისი არ არსებობს პრაქტიკულად. იმიტომ, რომ მთელს ტყეში, ყველაზე სარისკო ადგილებში ჩვენი ცოცხალი ძალა მობილიზებულია. ტორფი იწვის, არის დაკვამლიანება და მეტი არაფერი, საპანიკო არაფერი არ არის, საგანგაშო არაფერი არ არის." - ამბობს გიორგი მღებრიშვილი. 

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მინიმუმ 20 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა. 

 

კომენტარები